E. capsuleRus. капсулаL. capsula (ლათ. capsule პატარა კოლოფი) - 1. ზოგიერთი ბაქტერიის გარემომცველი შემაერთებელქსოვილოვანი ან ლორწოვანი გარსი. ასრულებს დამცველობით ფუნქციას. გააჩნია ანტიგენური თვისებები. განასხვავებენ მაკრო- და მიკროკაფსულებს. 2. ცუდი გემოს ან სუნის მქონე წამლების გადასაყლაპავად გამოყენებული ჟელატინის ან სახამებლის სპეციალური გარსი (ბუდე). 3. შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, აპკი, რომელიც გარს აკრავს ზოგიერთ ვისცერულ ორგანოს (ღვიძლს, თირკმლებს), აგრეთვე უცხო სხეულებს, პარაზიტებს და ა.შ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]