E. cataractRus. катарактаL. cataracta (ბერძნ. katarrhaktes წყალვარდნილი) - თვალის ბროლის შემღვრევა, რასაც თან ახლავს მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესება. განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით (მაგ., დიაბეტით) ან მოხუცებულობით. კატარაქტის მკურნალობა დაკავშირებულია დაზიანებული ბროლის ამოღებასთან (ექსტრაქციასთან). ოპერაციის შემდეგ პაციენტებს შეუძლიათ ატარონ კონტაქტური ლინზები ან სათანადო სათვალე (ექსტრაგირებული ბროლის ფუნქციის საკომპენსაციოდ). ბოლო ხანებში დაზიანებული ბროლის სანაცვლოდ პაციენტს უდგამენ ხელოვნურ ბროლს (lens implantation).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]