E. catalaseRus. каталазаL. catalasa (ბერძნ. katalasis შეწყვეტა, დაშლა) - ფერმენტი, რომელიც იწვევს წყალბადის ზეჟანგის დაშლას წყლად და მოლეკულურ ჟანგბადად. შედის თითქმის ყველა ორგანიზმის შემადგენლობაში, იცავს რა მათ წყალბადის ზეჟანგის მავნე ზემოქმედებისაგან. ეს უკანასკნელი ორგანიზმში წარმოიქმნება ბიოლოგიური დაჟანგვის პროცესში (მაგ., სუნთქვისას).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]