E. valerianRus. валерьянаL. valeriana (Valeriana officinalis) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, იზოვალერიანის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინს, ორგანულ მჟავებს, სახამებელს და სხვ. ნერვულ სისტემაზე ახდენს დამამშვიდებელ გავლენას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს და ა.შ. იყენებენ უძილობისას, ნევროზებისას, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]