A E L R T X Y

ია იდ იე იზ ილ იმ ინ იო იპ ირ იუ იქ იშ
ინა ინბ ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც ინჰ

ინფექცია ნელი (დუნე)

E. slow infection
Rus. медленная инфекция
L. infectio lentus
(ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - გამომწვევი აგენტი შესაძლებელია დიდი ხნის მანძილზე (თვეობით, წლობით) არსებობდეს ორგანიზმში უჯრედშიდა მდგომარეობაში, ლატენტურად. გამომწვევი აგენტის ზოგიერთი ბიოლოგიური თავისებურების გამო, ორგანიზმი მისგან ვერ თავისუფლდება, ხოლო გამომწვევი, მისთვის ხელსაყრელ პირობებში იწყებს შეუფერხებელ გამრავლებას. ნელი ინფექციები ხასიათდება ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდით, დაავადების თანდათანობითი პროგრესიით, მაკროორგანიზმის სუსტი იმუნური პასუხით და მძიმე (ფატალური) საბოლოო შედეგით. ასეთი ტიპის ინფექციებს იწვევენ პრიონები და ზოგიერთი ვირუსი. ნელი ინფექციის ტიპური მაგალითია შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9