E. foot-and-mouth diseaseRus. ящурL. Aphthae epizooticae მწვავე ვირუსული ეტიოლოგიის ანთროპოზოონოზური დაავადებაა. ადამიანს გადაეცემა დაავადებულ ცხოველებთან (მსხვილი და წვრილფეხა რქოსანი საქონელი) კონტაქტის გზით. დამახასიათებელია ცხელება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის (ეპიზოოტიური სტომატიტი) და კიდურების წყლულოვანი (აფთოზური) დაზიანებები. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]