A E L R T X Y

თა თე თვ თი თო თრ თუ
თაბ თავ თალ თამ თან თას

თავის ქალა

E. scull
Rus. череп
L. cranium
ხერხემლიანების თავის ჩონჩხი, რომელიც წარმოქმნილია ხრტილით ან ძვლით. ადამიანის თავის ქალა შედგება 29 ძვლისაგან, სასმენი ძვლების ჩათვლით. მისი მოცულობა დაახლოებით 1500 სმ3-ია. არჩევენ ტვინის და სახის ქალას. თავის ქალა უკავშირდება ზურგის ტვინის არხს. სახის ძვლების ერთობლიობა განსაზღვრავს სახის ფორმას. თავის ქალას აგებულების თავისებურებებს იყენებენ ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევების დროს. სახის ქალა მოიცავს ზოგიერთი გრძნობათა ორგანოს პერიფერიულ ანალიზატორს (ყნოსვის, გემოვნების, მხედველობის), საჭმლის მომნელებელ და სასუნთქი სისტემების საწყის ნაწილებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9