A E L R T X Y

ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზურ

ზურგის ტვინი

E. spinal cord
Rus. спинной мозг
L. medulla spinalis
ცენტრალური ნერვული სისტემის უძველესი ნაწილია და ჩამოყალიბებულია თავის ტვინზე ადრე. მდებარეობს ხერხემლის არხში. შეიმჩნევა თითისტარის ფორმის - კისრისა და წელ-გავის შემსხვილებები, რაც განპირობებულია ზედა და ქვედა კიდურებთან დაკავშირებული ნერვული უჯრედებისა და მათი მორჩების სიმრავლით. ზურგის ტვინი 31 სეგმენტისაგან შედგება, სადაც დასაბამს იღებს ნერვული ღეროები. ზურგის ტვინის ფუნქციებს მიეკუთვნება ზურგის ტვინის უპირობო რეფლექსების განხორციელება და ცენტრიდანული და ცენტრისკენული ნერვული იმპულსების გატარება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9