A E L R T X Y

ვა ვე ვი ვო ვუ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვიკ ვილ ვირ ვის ვიტ

ვირუსი ლიმფოციტური ქორიომენინგიტის

E. lymphocytic choriomeningitis virus
Rus. вирус лимфоцитарного хориоменингита
L. lymphocytus choriomeningitis virus
(ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი, chorion გარსი, კანი, ლათ. virus შხამი) - მიეკუთვნება არენავირუსების ოჯახს. გამოყოფილ იქნა 1934 წელს. გარშემორტყმულია გლიკოპროტეიდის შემცველი კბილანისმაგვარი გამონაზარდებიანი გარეთა გარსით. ვირუსის რეპროდუცირდება უჯრედის ციტოპლაზმაში. ვირიონების უჯრედიდან გამოსვლა ხდება პლაზმური მემბრანის მოდიფიცირებული უბნებიდან გამოკვირტვის საშუალებით. ინფექციის კარიბჭეა სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ავადმყოფობა მიეკუთვნება ტიპურ ანთროპოზოონოზს. ძირითადი მასპინძელია სახლის თაგვი. ინფექცია გადაეცემა აეროგენური და ალიმენტური გზებით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9