A E L R T X Y

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეზო

ეზოფაგიტი

E. oesophagitis
Rus. эзофагит
L. oesophagitis
(ბერძნ. oisophagos საყლაპავი მილი, itis ანთება) - საყლაპავი მილის ანთება. კუჭის მჟავე წვენის ხშირმა რეგურგიტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი სახესხვაობა - რეფლუქს-ეზოფაგიტი (refl ux oesophagitis), რასაც შეიძლება თან ახლდეს დიაფრაგმაში არსებული საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი. ინფექციური ეზოფაგიტი (infective oesophagitis) ჩვეულებრივ გამოწვეულია Candida-ს გვარის სოკოებით, იშვიათად კი ჰერპესვირუსებით (მაგ., ციტომეგალოვირუსით). ეზოფაგიტის ძირითადი სიმპტომებია: პიროზისი, რეგურგიტაცია, ზოგიერთ შემთხვევაში - ყლაპვის აქტის გაძნელება. ახასიათებს სისხლდენა, საყლაპავი მილის სტრიქტურა, დაწყლულება და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9