A E L R T X Y

და დე დვ დი დნ დო დრ დუ
დი დია დიგ დიდ დიე დივ დიზ დიკ დილ დინ დიო დიპ დის დიუ დიფ

დიფთერია

E. diphtheria
Rus. дифтерия
L. diphtheria
(ბერძნ. diphthera თხელი გარსი, აპკი) - ქართულად: ხუნაგი. მწვავე ინფექციური დაავადება ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაციით. ახასიათებს ფიბროზული ნადებები სასაზე, ხორხზე და ტრაქეაზე. გამომწვევია Corynebacterium diphtheriae: გრამ-დადებითი ჩხირი, დამახასიათებელი ქინძისთავისმაგვარი შემსხვილებებით ბოლოში (ვოლუტინის მარცვლები. იხ.). ბაქტერიები განლაგებულნი არიან ერთმანეთისადმი კუთხით, რომაული V-ს მსგავსად. ჩხირი გარემოცულია კაფსულით და აქვს პილები, რაც ხელს უწყობს ადჰეზიის პროცესს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9