A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გუგ გულ გუმ

გული

E. heart
Rus. сердце
L. cor
(ბერძნ. kardia გული) - ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანო. უზრუნველყოფს სისხლის გადატუმბვას არტერიებში და მის მოძრაობას სისხლძარღვებში. გული შედგება მარცხენა და მარჯვენა წინაგულებისა და პარკუჭებისაგან. მარჯვენა პარკუჭიდან სისხლი ფილტვის არტერიის მეშვეობით გადადის ფილტვში (სისხლის მიმოქცევის მცირე წრე). ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი შემდეგში ფილტვის ვენებით ბრუნდება მარცხენა წინაგულში, იქიდან კი მარცხენა პარკუჭში. აქედან სისხლი გადადის აორტაში, შემდეგ კი მთელ ორგანიზმში (სისხლის მიმოქცევის დიდი წრე). გული მიჩნეულია აგრეთვე როგორც ინტელექტის და ემოციების მტარებელი ორგანო.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9