A E L R T X Y

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გალ გამ გან გარ გას გაფ გაძ

განაყოფიერება

E. fertilisation
Rus. оплодотворние
L. fertilisatio
სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესი. კვერცხუჯრედი გარშემორტყმულია ე.წ. სხივური გვირგვინით (corona radiata), რომლის ცალკეული უჯრედები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჰიალურონის მჟავით. რადგანაც ყოველ სპერმატოზოიდს ამ მჟავის დამშლელი ფერმენტის - ჰიალურონიდაზას მხოლოდ მცირე რაოდენობა გააჩნია, მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი სპერმატოზოიდის ერთობლივი მოქმედება თუ დაშლის მას. ამით ერთადერთ სპერმატოზოიდს საშუალება ეძლევა შეაღწიოს კვერცხუჯრედში. კვერცხუჯრედის მემბრანის სწრაფი რეპარაცია არ აძლევს სხვა სპერმატოზოიდებს მასში შეჭრის საშუალებას. სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის ბირთვების შერწყმისთანავე (კარიოგამია), იწყება ზიგოტის დანაწევრება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9