A E L R T X Y

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰელ ჰემ ჰეპ ჰერ ჰეტ

ჰემოქრომატოზი

E. hemochromatosis
Rus. гемохроматоз
L. haemochromatosis
(ბერძნ. haima სისხლი, chroma ფერი, osis მდგომარეობა) - მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება რკინის გაძლიერებული ათვისებადობა და დაგროვება. თავის მხრივ, ეს იწვევს სხვადასხვა ორგანოების, მათ შორის ღვიძლის, პანკრეასის და ენდოკრინული ჯირკვლების დაზიანებას და ფუნქციის დარღვევას. დაავადების ძირითადი გამოვლინებაა კანის ინტენსიური, ბრინჯაოს ფერი შეფერილობა, შაქრიანი დიაბეტი და ღვიძლის უკმარისობა.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9