E. hemoglobinRus. гемоглобинL. hemoglobinum (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა) - ერითროციტების შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება ცილა გლობინისა და ჰემის 4 მოლეკულისაგან. ჰემის მოლეკულას, რომელიც რკინის ატომს შეიცავს, ახასიათებს უნარი შეიერთოს და გასცეს ჟანგბადის მოლეკულა. ჰემოგლობინი ჟანგბადის გადამტანია და მონაწილეობს ნახშირორჟანგის ტრანსპორტში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]