A E L R T X Y

ჭი ჭო ჭრ
ჭია ჭინ ჭიპ

ჭინჭარი

E. nettle
Rus. крапива
L. Urtica urens L
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, შაქარს, რკინას, კალიუმის მარილებს, გოგირდს, რიბოფლავინს, K ვიტამინს, კაროტინს, ურტიცინს, გლიკოზიდს. ნაყენი ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში. აძლიერებს სისხლის შედედების უნარს, ზრდის ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას, აგრეთვე ძლიერ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. იყენებენ როგორც პოლივიტამინურ, სისხლდენის შემაჩერებელ, ცხელების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლების ნახარში გამოყენებულია ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, მალარიის და სხვ. შემთხვევებში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9