A E L R T X Y

ცა ცე ცთ ცი ცო ცრ ცხ
ცია ციკ ცილ ციმ ცირ ცის ციტ

ციტოპათოგენური მოქმედება

E. cytopathogenic action
Rus. цитопатогенное действие
L. actio cytopathogenica
(ბერძნ. kytos უჯრედი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) - იგივე ციტოპათიური მოქმედება. სხვადასხვა აგენტების (მათ შორის ვირუსების) მიერ გამოწვეული მორფოლოგიური ცვლილებები უჯრედში. სხვადასხვა ვირუსი განსხვავებული ციტოპათოგენური მოქმედებით ხასიათდება. ზოგი მათგანი უჯრედულ მონოშრეში წარმოქმნის ბალთისმაგვარ სტრუქტურებს, ზოგი იწვევს დესტრუქციულ ცვლილებებს (კარიორექსისი, კარიოპიკნოზი და სხვ.), სხვები კი (მაგ., სენდაის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სხვ.) ფუზოგენურ ეფექტებს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9