E. lime-treeRus. липаL. Tilia ხემცენარეა, ხშირი ვარჯით. შეიცავს მწარე, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, ასკორბინის მჟავას, შაქრებს, კაროტინს, ცვილს, გლიკოზიდს. ნაყენს გააჩნია ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, დიურეზული, სპაზმოლიზური და სეკრეტორული თვისებები. იყენებენ პიელიტის, გაციებების, ხველების, კუჭის სპაზმების შემთხვევებში, აგრეთვე თირკმლების კენჭების დასაშლელად. ფოთლებს იყენებენ კომპრესის სახით თავის ტკივილის დროს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]