A E L R T X Y

შ- შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ
შიგ შიდ შიზ შის შიფ

შიდსი

AIDS LCGBL SADI (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - პირველად რეგისტრირებულ იქნა აშშ-ში 1981 წელს. 1983-1984 წლებში დაადგინეს (გალო, მონტანიე) დაავადების გამომწვევი რეტროვირუსების ოჯახის ლენტივირუსების ქვეოჯახის ვირუსი - აივ. დაავადების პათოგენეზი მდგომარეობს ვირუსის მიერ იმუნოკომპეტენტური უჯრედების (პირველ ყოვლისა, T-ჰელპერების) დესტრუქციაში, რასაც შედეგად მოყვება ორგანიზმის იმუნური ძალების დისბალანსი. მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის.
See also: აივ
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9