A E L R T X Y

შ- შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ
შებ შეკ შემ შერ შეშ შეძ შეწ

შემაერთებელი ქსოვილი

E. connective tissueL
Rus. соединительная ткань
L. textus conjunctivus
ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე სისხლი და ლიმფა. ამ ქსოვილის უჯრედების უმეტესობისათვის დამახასიათებელია უჯრედშორისი ნივთიერების დიდი რაოდენობით სეკრეცია, რასაც ძირითადი ნივთიერება ეწოდება. ძირითადი ნივთიერებაა, მაგ., კოლაგენი, რომელსაც გამოყოფენ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები - ფიბრობლასტები და ფიბროციტები. საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილის 2 ტიპი არსებობს: მკვრივი და ფაშარი.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9