A E L R T X Y

ყა ყბ ყვ ყი ყლ ყნ ყუ
ყურ

ყური

E. ear
Rus. ухо
L. auris
სმენის ორგანო, სმენითი ანალიზატორის პერიფერიული ნაწილი, რომელშიც შედის წონასწორობის ორგანოც. შედგება 3 განყოფილებისაგან - გარეთა, შუა და შიგნითა ყურისაგან. გარეთა ყური შედგება ყურის ნიჟარისაგან, რომელიც აფოკუსირებს და გადასცემს ბგერით ტალღებს გარე სასმენ მილს. ბგერითი ტალღები იწვევს ყურის დაფის აპკის რხევებს. დაფის აპკი ყოფს გარეთა ყურს შუა ყურისაგან. შუა ყურში 3 სასმენი ძვალია - ჩაქუჩი, უზანგი და გრდემლი, რომლებიც დაფის აპკის რხევებს გადასცემენ ოვალურ ფანჯრის აპკს, რომელიც შუა ყურს ყოფს შიგნითა ყურისაგან. შიგნითა ყური წარმოადგენს არხებისა და ღრუების რთულ სისტემას. სმენითი რეცეპტორები იმყოფება ლოკოკინაში, ხოლო წონასწორობის ორგანოს რეცეპტორები - ოვალური და მრგვალი ფორმის ტომსიკებში და ნახევრადრკალოვანი არხების ამპულებში. ლოკოკინაში განლაგებულია მგრძნობიარე, ძალზე ნაზი წამწამოვანი უჯრედები. ე.წ. კორტიის ორგანოში ხდება ბგერითი ტალღების გარდასახვა ელექტრულ იმპულსებად.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9