A E L R T X Y

ყა ყბ ყვ ყი ყლ ყნ ყუ
ყვა ყვი

ყვითელი სხეული

E. yellow body
Rus. желтое тело
E. corpus luteus
ადამიანსა და ძუძუმწოვრებში შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც ოვულაციის შემდგომ წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულის მარცვლოვანი შრისაგან. განასხვავებენ ორსულობის და ციკლურ ანუ მენსტრუალურ ყვითელ სხეულებს. გამოყოფს ორსულობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის აუცილებელ ჰორმონ პროგესტერონს. კერძოდ, იგი აუცილებელია ყოველი მენსტრუალური ციკლის დასრულებისათვის, აგრეთვე შესაძლებელს ხდის კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოს კედელში და იწვევს სარძევე ჯირკვლის სტიმულაციას ორსულობის ბოლო თვეებში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9