A E L R T X Y

ღე ღვ ღო ღრ
ღორ

ღორის სოლიტერი

E. pork tapeworm
Rus. свиной цепень
L. Tenia solium
მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებრთა კლასს ანუ ცესტოდებს. სიგრძე 8 მეტრამდე აღწევს. ხორთუმზე აქვს ორ წყებად განლაგებული 32 კაუჭი. ამიტომაც, ხარის სოლიტერისაგან განსხვავებით, ეწოდება შეიარაღებული. თავს სკოლექსი ეწოდება, სხეულს - სტრობილა, რომელიც პროგლოტიდებისაგან შედგება. ჰერმაფროდიტებია, განვითარება ხდება შუალედური მასპინძლის, ღორის დახმარებით. კვერცხების მომწიფება ხდება ბოლო პროგლოტიდში. ღორი სენიანდება კვერცხებიანი პროგლოტიდების, ხოლო ადამიანი - ფინოზური ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9