A E L R T X Y

ქა ქე ქი ქლ ქო ქრ ქს ქუ
ქოა ქოთ ქოლ ქონ ქორ

ქოლანგიტი

E. cholangitis
Rus. холангит
L. cholangitis
(ბერძნ. chole ნაღველი, angeion ძარღვი, itis ანთება) - სანაღვლე გზების ანთება. ჩვეულებრივ ვითარდება სადინრების დახშობისას (განსაკუთრებით, კენჭებით) ანდა სანაღვლე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ. ახასიათებს ჰეპატომეგალია, ტკივილები, სიყვითლე, მაღალი სიცხეები. დაავადების საწყის სტადიაზე ნაჩვენებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელია დახშული სადინრის ქირურგიული გათავისუფლება კონკრემენტისაგან.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9