A E L R T X Y

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრამბეზია

E. frambesia
Rus. фрамбезия
L. frambesia
ქრონიკული გენერალიზებული სპიროქეტოზია. გამომწვევია Treponema pallidum-ის ქვესახეობა - pertenue. მორფოლოგიური, კულტურალური და ტინქტორიული თვისებებით ფრამბეზიის გამომწვევი მკრთალი სპიროქეტას მსგავსია. გადაცემის ძირითადი გზა კონტაქტურია (დაზიანებული კანიდან), იშვიათად, სქესობრივი. კლინიკური გამოვლინებები სიფილისის მსგავსია. დამახასიათებელია ქერქით დაფარული გრანულომატოზური წყლულების განვითარება კიდურებზე. შესაძლებელია ძვლების დაზიანებაც. დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა. გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი. მკურნალობა სიფილისის ანალოგიურია. სინ.: ტროპიკული გრანულომა, არავენერული სიფილისი, ტროპიკული სიფილისი, ტროპიკული ფრამბეზია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9