E. enzymopathyRus. ферментопатияL. fermentopathia (ლათ. fermentum საფუარი, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ერითროციტების რომელიმე ფერმენტის დეფიციტით გამოწვეული დაავადება. თერაპიული საშუალებებიდან გამოიყენება ერითრიციტული მასის ტრანსფუზიები. კარგ შედეგს იძლევა სპლენექტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. პერსპექტივაშია გენეტიკური (კერძოდ, გენური) ინჟინერიის გამოყენება.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]