E. phalloplastyRus. фаллопластикаL. phalloplastica (ბერძნ. phallos მამაკაცის ასო, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - მამაკაცის სასქესო ორგანიზე (პენისზე) აღდგენითი ან პლასტიკური ოპერაცია. ფალოპლასტიკის ჩატარების აუცილებლობას ადგილი აქვს ასოს თანდაყოლილი დეფორმაციებისას (მაგ., ჰიპოსპადიის ან ეპისპადიის შემთხვევებში), აგრეთვე ამ ორგანოს ტრავმული დაზიანების შემდგომ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]