E. liceRus. вшиL. pediculi (Anophlura) ფეხსახსრიანების ტიპის, მწერების კლასის, ცრუხორთუმიანების რიგის საშიში პარაზიტებია ადამიანისა და ძუძუმწოვრებისათვის. სისხლისმწოველი მწერებია. აქვთ მჩხვლეტავმწუწნავი ტიპის პირის აპარატი. ადამიანზე პარაზიტობენ თავის (head lice), ტანსაცმლის (body lice) და ბოქვენის (pubic lice) ტილები. ტანსაცმლის ტილს გადააქვს პარტახტიანი ტიფის აღმძვრელი - პროვაჩეკის რიკეტსია, ხოლო თავის ტილს - შებრუნებითი ტიფის გამომწვევი - ე.წ. ობერმეიერის სპიროქეტა (ბორელია).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]