A E L R T X Y

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტვი

ტვინი თავის

E. brain
Rus. головной мозг
L. cerebrum
ცნს-ის ცენტრალური ორგანოა. უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის რეგულაციას, ფსიქიკურ ფუნქციებს და აზროვნებას, აგრეთვე წარმოადგენს ინტელექტის, ფსიქიკის, ემოციის, ცნობიერების და მეხსიერების სუბსტრატს. განლაგებულია თავის ქალაში. უერთდება ზურგის ტვინს. დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი 3 გარსით (მენინგებით). შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: 1.რომბისებურიტვინისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის უკანა და მოგრძო ტვინი. უკანა ტვინი მოიცავს ვაროლის ხიდს და ნათხემს. 2.შუა ტვინისაგან და 3.წინა ტვინისაგან, რომელიც იყოფა დიდ და შუამდებარე ტვინად (ამ უკანასკნელში შედის თალამუსი და ჰიპოთალამუსი).
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9