E. medicinal leechRus. медицинская пиявкаL. Hirudo medicinalis მიეკუთვნება რგოლოვანი ჭიების ტიპს. მტკნარი წყალსატევების ცხოველია. იკვებება მსხვილი ძუძუმწოვრების სისხლით. მის ნერწყვში არის განსაკუთრებული ცილოვანი ნივთიერება - ჰირუდინი ანუ ჰემოფილინი, რომელიც აბრკოლებს სისხლის შედედებას. სამედიცინო წურბელა გამოიყენება ჰიპერტონიების, პრეინსულტური მდგომარეობების, თრომბოფლებიტების და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევაში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]