E. medical-genetical consultationsRus. медицинско-генетические консультацииL. consultatio medico-geneticales (ბერძნ. genesis წარმოშობა, ლათ. consultatio მოთათბირება) - სამედიცინო დახმარების ფორმა, რაც ეყრდნობა სამედიცინო გენეტიკისა და ადამიანის გენეტიკის წარმატებებს. აღრიცხავს მემკვიდრული დაავადებებით შეპყრობილ პირებს, ავადმყოფებსა და მათ ოჯახებზე ატარებს დისპანსერულ დაკვირვებას, იძლევა გენეტიკური ხასიათის რჩევა-დარიგებებს და ადგენს ავადმყოფი ბავშვის გაჩენის რისკის ხარისხს. ბოლო ხანებში ფართოდ დაინერგა პრენატალური დიაგნოსტიკა, ულტრაბგერითი სკანირების მეთოდი და სხვ.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]