E. reovirusesRus. реовирусыL. reovirus (ინგლ. respiratori enteric orphan viruses-ის პირველი ასოები) - ორჯაჭვიანი, ფრაგმენტირებული რნმ-ს შემცველი ვირუსების ჯგუფი, რომელიც გამოყოფილია ადამიანისაგან, ცხო ველებისა და მცენარეებისაგან. შეიცავენ ფერმენტ რევერტაზას. რეპლიკაცია ხდება ციტოპლაზმაში. პირობით-პათოგენურნი არიან. რეოვირუსული ინფექცია მიმდინარეობს რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. ინფექცია განსაკუთრებით მძიმეა ახალშობილებში და 6 თვის ასაკამდე ბავშვებში, რომელთაც შეიძლება განუვითარდეთ პნევმონიები და ენცეფალიტები.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]