E. Schick testRus. реакция ШикаL. reactio Schicki (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება) - დიფთერიისადმი ადამიანის მგრძნობელობის განმსაზღვრელი ტესტი. დიფთერიული ტოქსინის მცირე რაოდენობა შეყავთ პაციენტის კანქვეშ. შეყვანის ადგილის შეწითლება და შესიება მიუთითებს პაციენტში დიფთერიის საწინააღმდეგო იმუნიტეტის არარსებობაზე. ამიტომ, თუკი არსებობს დაავადების რისკი, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი იმუნიზაცია.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]