E. plaferonRus. плаферонL. plaferonum (ლათ. placenta კვერი, fero ტარება) - ცილოვან-პეპტიდური ბუნების პრეპარატია. შეიცავს ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც განსაზღვრავენ მისი ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო სპექტრს. იმუნომამოდულირებელი საშუალებაა, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლას და სხვ. პლაფერონი გამოყოფილია პლაცენტიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]