A E L R T X Y

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პავ პათ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ

პარტახტიანი (ენდემური, ვირთაგვის) ტიფი

E. fl ea-borne endemic typhus
Rus. эндемичный сыпной тиф
L. typhus exanthematicus endemicus
(ქართულად „პარტახტი” ნიშნავს ლაქას, გამონაყარს) - ამ დაავადების პათოგენეზი ეპიდემიური ტიფის მსგავსია. Rickettsia typhi, რომელიც მორფოლოგიურად პროვაჩეკის რიკეტსიის მსგავსია, მრავლდება ენდოთელური უჯრედების ციტოპლაზმაში. ინფექციის რეზერვუარი მღრღნელებია: რუხი და შავი ვირთაგვები, აგრეთვე თაგვები, რომლებიდანაც გამომწვევი აგენტი ადამიანს გადაეცემა რწყილების, ვირთაგვის ტილების და ტკიპების მეშვეობით. ადამიანის დაინფიცირებას ადგილი აქვს რწყილების ფეკალიების შეზელვისას, აეროგე ნურად, აგრეთვე ალიმენტური გზით. მკურნალობისათვის იყენებენ ტეტრაციკლინს.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9