L T

ნა ნე ნი ნო ნუ
ნობ ნოდ ნოზ ნომ ნონ ნოო ნორ ნოს ნოტ ნოქ

ნობელის პრემია

ა. ნობელის (1833-1895), შვედი ინჟინრის, გამომგონებლისა და მეწარმის მიერ დაარსებული პრემია ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში განსაკუთრებული წარმატებისათვის. პრემიისათვის ეკონომიკის დარგშიც. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ტარდება ყოველი წლის 10 დეკემბერს, ა.ნობელის გარდაცვალების წლისთავზე. ერთი დარგის პრემია პიროვნებას მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეკუთვნოს. კატეგორიულადაა აკრძალული ლაურეატის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხის დაბანდება წარმოებაში ანდა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ფულის მოგებისა და შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს და ა.შ. ფიზიოლოგიასა და მედიცინაში პირველი ნობელის პრემია მიიღო გერმანელმა ა. ბერინგმა 1901 წელს დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის (ანტიტოქსინების) შექმნისათვის.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9