L T

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეა ნეგ ნევ ნეი ნეკ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ ნექ

ნერვული სისტემა

systema nervosum
ადამიანისა და ცხოველების სპეციალიზებული წარმონაქმნების (ნეირონების და სხვა სტრუქტურების) მორფოლოგიური და ფუნქციური ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ხდება ორგანოებისა და სისტემების გაერთიანება და მოქმედი გამღიზიანებლის აღქმა. ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციური თა ვისებურებაა რეფლექსი, რაც დაკავშირებულია აგზნების ნერვულ რკალებზე გავრცელებასთან და შეკავების პროცესთან. ნერვული სისტემის განვითარებამ უმაღლეს დონეს მიაღწია ადამიანში, თავის ტვინის ქერქის გაზრდასა და გართულებასთან დაკავშირებით. მაღალორგანიზებულ ორგანიზმებში ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9