L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
სია სიბ სიგ სიდ სიზ სიკ სილ სიმ სინ სის სიფ სიც

სინათლის მიკროსკოპია

უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდი. შედგება სასაგნე მაგიდისაგან, ტუბუსისაგან, ობიექტივებისაგან, ოკულარისაგან, კონდენსორისაგან, დიაფრაგმისაგან, ფოკუსის ორი - მიკრო- და მაკროხრახნებისაგან და სარკისაგან. ობიექტივი შედგება ლითონის ბუდეში მოთავსებული რამოდენიმე ლინზისაგან, ოკულარი კი - ორი ლინზისაგან. სინათლის მიკროსკოპის გარჩევის უნარი შეზღუდულია სინათლის ტალღის სიგრძით. ნებისმიერი მიკროსკოპის გადიდებისა და გარჩევის უნარი განათების წყაროს ტალღის სიგრძის უკუპროპორციულია. ობიექტის გადიდებას სინათლის მიკროსკოპში ვადგენთ ობიექტივისა და ოკულარის გადიდებების ერთმანეთზე გადამრავლების საშუალებით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9