L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
საა საგ სად სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საშ საც სახ

სასიგნალო სისტემები

თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროებში იმპულსების მოხვედრისას პირობითრეფლექტორული კავშირების ერთობლიობა. უზრუნველყოფს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ზუსტ ურთიერთმოქმედებას და მათ ნატიფ შეგუებას გარემოსადმი. პირველადი სასიგნალო სისტემა ასახავს რეალობას, შეგრძნებებისა და აღქმების ფორმით და ეყრდნობა პირობით და უპირობო რეფლექსებს. მეორად სასიგნალო სისტემას მიეკუთვნება მეტყველებითი სიგნალები, რაც უმეტესწილად დამახასიათებელია ადამიანისათვის. მეტყველება განაზოგადებს პირველადი სასიგნალო სისტემის მრავალ სიგნალს. საგნებისადა მოვლენების განზოგადებული ასახვის, აბსტრაქციების გამო, ადამიანს გააჩნია გარემომცველი სამყაროს შემეცნების თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობა და მასში ორიენტაციის უნარი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9