L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გლა გლი გლო გლუ

გლუკოზა

Biochem.
Gk. glykys ტკბილი, osis მდგომარეობა
ყურძნის შაქარი (C6H12O6). ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდი ჰექსოზების ჯგუფიდან. გლუკოზა ცოცხალი უჯრედის ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. იგი შედის მრავალი ოლიგოსაქარიდის (ლაქტოზა, მალტოზა, საქაროზა), პოლისაქარიდის (გლიკოგენი, სახამებელი, ცელულოზა) და ზოგიერთი გლიკოპროტეიდის შემადგენლობაში. გლუკოზის კონცენტრაციის რეგულაცია სისხლში ძირითადად ჰორმონ ინსულინისა და მისი ანტაგონისტის გლუკაგონის საშუალებით ხორციელდება.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9