L T

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტეგ ტეი ტელ ტემ ტენ ტერ ტეს ტეტ

ტერმიტები

Anacanthotermes
მიეკუთვნებიან მწერების კლასს, ტერმიტების რიგს. ისინი საზოგადოებრივი მწერების ნაკლებად განვითარებულ ჯგუფს წარმოადგენენ. ახასიათებთ პოლიმორფიზმი. ოჯახი შედგება მდედრი, მამრი ინდივიდებისაგან, მუშებისაგან (იცავენ კვერცხებს, აგროვებენ საკვებს, კვებავენ მდედრს) და ჯარისკაცებისაგან (იცავენ ოჯახს მტრებისაგან). ბინადრობენ მიწაში და ხის ფუღუროებში. აშენებენ მიწისზედა ბუდეებსაც. პირის აპარატი მღრღნელი აქვთ. აზიანებენ შენობების ხის ნაწილებს, ანადგურებენ მარცვლოვან კულტურებს, რის გამოც ითვლებიან მავნე მწერებად. გვხვდებიან აფრიკაში, შუა აზიაში, სამხრეთ კავკასიაში და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9