L T

ღე ღვ ღო ღრ
ღორ

ღორის სოლიტერი

L. Tenia solium
მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებურთა კლასს ანუ ცესტოდებს. სიგრძე 8 მეტრამდე აღწევს. ხორთუმზე აქვს ორ წყებად განლაგებული 32 კაუჭი. ამიტომაც, ხარის სოლიტერისაგან განსხვავებით, ეწოდება შეიარაღებული. ჰერმაფროდიტებია. განვითარება ხდება შუალედური მასპინძლის, ღორის დახმარებით. კვერცხების მომწიფება ხდება ბოლო პროგლოტიდში. ღორი სენიანდება კვერცხებიანი პროგლოტიდების, ხოლო ადამიანი – ფინოზური ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9