L T

ყა ყვ ყი ყლ ყნ
ყვა ყვი

ყვითელი ცხელება

მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გამომწვევია რნმგენომიანი ვირუსი ფლავივურუსების ოჯახიდან. ახასიათებს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა. ვირუსის გადამტანია Haemagogus-ის და Aedes-ის გვარის კოღოები. დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, სიყვითლე (ღვიძლის დაზიანების გამო), კუნთების ტკივილი, სისხლიანი პირღებინება. გადატანილი ავადმყოფობა ქმნის იმუნიტეტს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9