L T

შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ შხ
შხა

შხამიანი ცხოველები

ცხოველები, რომელთაც მუდმივად ან პერიოდულად გააჩნიათ ნივთიერებები, რომელნიც ტოქსიკურია სხვა სახეობის ცხოველებისათვის. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული შხამები ადამიანის სიკვდილსაც კი იწვევენ. ცხოველებიდან 5000 სახეობამდე შხამიანია. მათ შორის უმარტივესები – 20 სახეობა, ნაწლავღრუიანები – 100, ჭიები – 70, ფეხსახსრიანები – 4000, მოლუსკები – 90, კანეკლიანები – 25, თევზები – 500, ქვეწარმავლები – 100, ძუძუმწოვრები – 2 (იქედნე, იხვნისკარტა). იმისდა მიხედვით, გააჩნიათ თუ არა მათ შხამიანი ჯირკვლები, ცხოველები იყოფიან ორ ჯგუფად: აქტიურ-შხამიანებად და პასიურ- შხამიანებად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9