L T

შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ შხ
შხა

შხამიანი მცენარეები

მცენარეები, რომლებიც თავის ცხოველქმედების პროცესში გამოიმუშავებენ ადამიანისა და ცხოველების მომწამვლელ შხამებს. აღწერილია დაახლოებით 10000-მდე შხამიანი მცენარე, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულნი არიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. შხამიანი მცენარეები აღწერილია სოკოებში, შვიტებში, გვიმრებში, შიშველ და ფარულთესლოვან მცენარეებში და სხვა. ძალზე ძლიერი მოქმედების შხამი აქვს უმდაბლეს სოკოს Aspergillus flavus–ს, რომელიც გამოყოფს ე.წ. აფლატოქსინს (იხ.). მრავალი მცენარეული შხამი მცირე დოზებში წარმოადგენს ძვირფას სამკურნალო პრეპარატს (მორფინი, სტრიქნინი, ატროპინი და ა.შ.).
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9