L T

შა შე შვ ში შმ შო შპ შრ შტ შუ შხ
შებ შეგ შეკ შელ შემ შენ შერ შეშ შეწ შეჭ შეხ

შეწოვა

adsorptio; resorptio
ქსოვილების უჯრედული ელემენტებიდან (ბუსუსები, მემბრანები და სხვ.) ნივთიერებების გადასვლა სისხლსა და ლიმფაში. ადგილი აქვს უმთავრესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, აგრეთვე ფილტვებში, პლევრაში, საშვილოსნოში და სხვ. შეწოვის პროცესში მონაწილეობას იღებენ უჯრედული ორგანოიდები მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, ენდოპლაზმური ბადე და ა.შ. რთული საკვები ნივთიერებების უმეტესობა შეწოვამდე განიცდის ფერმენტულ ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქნებიან უფრო მარტივი შენაერთები.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9