L T

ძა ძვ ძი ძუ
ძუძ

ძუძუმწოვრები

Mammalia
ხერხემლიანების ერთ-ერთი კლასია. სუნთქავენ ფილტვებით, გული ოთხგანყოფილებიანი აქვთ. ზოგიერთი ძუძუმწოვარი ორიენტაციას ახდენს ექოლოკაციის საშუალებით. თბილსისხლიანებია. ახასიათებთ შთამომავლობაზე ზრუნვა. ზოგიერთ მათგანს გააჩნია სამედიცინო მნიშვნელობა (კაშალოტის სპერმაცეტი, ირმების დოყი, შინაური ცხოველების ენდოკრინული ორგანოები და სხვ.). ძუძუმწოვრების ზოგიერთი წარმომადგენელი სხვადასხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, მაგ., ცოფის, ბრუცელოზის, ტოქსოპლაზმოზის, ტრიქინელოზის, ჯილეხის, თურქულის და სხვ. მასპინძლებია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9