L T

ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხორ

ხორთუმიანები

L. Proboscidae
უმაღლესი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია, რომელსაც მიეკუთვნება სპილოების ორი სახეობა აფრიკული და ინდური. ცხოვრობენ ჯოგებად. დღეში შეუძლიათ 100კმ მანძილის დაფარვა. ხორთუმი, რომლის ბოლოზე თი- თისებრი დანამატია, წარმოქმნილია ცხვირისა და ზედა ტუჩის შეზრდისა და დაგრძელების შედეგად. იკვებება მცენარეებით. ზედა ყბაზე, თითოეულ მხარეზე მას მხოლოდ თითო, ძალზე გრძელი (1,5-2მ) მჭრელი კბილი (ეშვი) აქვს. სპილოს მაკეობა 20-21 თვეს გრძელდება. შობს 1 შვილს, რომლის წონა 90 კგ-ს აღწევს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9