L. hibrida ორმაგი წარმოშობისა გენეტიკურად განსხვავებული მშობლიური ფორმების (სახეობების, გვარების, ხაზების და სხვ.) შეჯვარების შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმის (ან უჯრედის) მიღების პროცესი. ერთი სახეობის ინდივიდების შეჯვარებას შიდასახეობრივი ჰიბრიდიზაცია ეწოდება, სხვადასხვა სახეობების ან გვარების ინდივიდების შეჯვარებას კი შორეული. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ჰიბრიდიზაციებს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]