L T

და დე დი დმ დნ დო დრ დუ
დია დიბ დიგ დიდ დიე დივ დიზ დიკ დილ დიმ დინ დიო დიპ დის დიუ დიფ დიქ დიჰ

დიატომეები

Diatomeae
ერთუჯრედიანი კაჟოვანი წყალმცენარეებია. მათი უჯრედის გარსი პექტინისაა, გარედან კი მათ აკრავთ კაჟის ჯავშანი. დიატომეების პროდუქტია ე.წ. დიატომიტი, ამ წყალმცენარეების გარსის ნაშთი, მილიონი წლების წინ დალექილი ტბებში ან ზღვის ყურეებში. საქართველოში დიატომიტის უნიკალური საბადო ახალციხესთან ახლოს, ქისათიბშია, რომელიც დაახლოებით 10 მლნ წლისაა. აქაური დიატომიტი იდეალურად სუფთაა და ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. იგი 95,88% კაჟს შეიცავს. დიატომიტს იყენებენ კვების, ქიმიურ, ნავთობის მრეწველობასა და სხვ. დარგებში. დიატომიტის ფილტრში გატარებული ღვინო ინარჩუნებს არომატსა და გემოს, ნალექს კი არ იკეთებს, არ მჟავდება. დიატომიტის ხარისხი დამოკიდებულია კაჟის შემცველობაზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9